ლევან გოგიჩაიშვილი - შეიძლება დღეს ბერაიამ თქვას, რა დიდებულად წავიდა იზორია ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით

შეიძლება გამოვიდეს დღეს ბერაია და თქვას, რომ უღირსეულესად წავიდა ლევან იზორია თანამდებობიდან, რა დიდებულად წავიდა ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილია დანაშაულებრივი სისტემა და ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უნდა უკვირდეთ, რომ მათ კონგრესმენები აკრიტიკებენ.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს იმდენი რესურსი, რომ ალტერნატიული ინფორმაციაც მიიტანოს მათთან, ამიტომ ხელისუფლების წუწუნი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ინფორმაციის მიტანას, მიუთითებს მათ სისუსტეზე და ეს არ არის მათი დადებითი მხარე.

„საგანგაშოს ვხედავ სისტემაში, რომელიც არის ჩვენთან ქვეყანაში შექმნილი. სისტემა რა არის? ეს არის სააკაშვილის მიერ შექმნილი მემკვიდრეობის გაგრძელება, ელიტური კორუფცია, სახელისუფლებო შტოების ტოტალური კონტროლი, ეს არის დაშვება ქვეყანაში კორუფციის, რომ ხელისუფალმა უფრო მარტივად მართოს თანამდებობის პირები, ადამიანების გასვრა, დაშანტაჟება, ზუსტად ის მეთოდები, რომლითაც მართავდა ქვეყანას სააკაშვილი. ბუნებრივია, ეს ხელისუფლება ნაკლებ ბრუტალურია, ნაკლებად ტანჯავს ფიზიკურად ადამიანებს, იქ სისტემა უცებ ანადგურებდა ადამიანებს, ეს სისტემა ნელ- ნელა ყველას პრობლემას შეუქმნის. რა სისტემაა ეს? ეს არის სისტემა, სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია მინისტრზე, რომ ის არის კორუმპირებული და მან აკეთა ფული და მერე ერთ დღეს მოხსნან და იმის ნაცვლად, რომ ბორკილები დაადონ, შეიძლება გაუშვან ელჩად. შეიძლება გამოვიდეს დღეს ბერაია და თქვას, რომ უღირსეულესად წავიდა ლევან იზორია თანამდებობიდან, რა დიდებულად წავიდა ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით.

არაფერი გააკეთა სახელმწიფომ, იმიტომ, რომ ის ბოლომდე დარჩა სისტემის ერთგული. ის სისტემამ არ დასაჯა, გადაიყვანა ელჩად. ჩვენ გვეცოდინება, რომ ჩვენ გვყავს ახლა ელჩი, რომლის წინააღმდეგაც საქმეებია აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე პრობლემას ვხედავ იმ სისტემაში, რომელიც დღეს არის შექმნილი. ბევრი კონგრესმენი სწორად აპელირებს ამ სისტემის ნაკლოვანებაზე, ნუ წყინთ ეს უმრავლესობის წარმომადგნელების, რადგან თვითონ არიან ამ სისტემის ნაწილი, თვითონაც არიან კორუფციაში გახვეული, თვითონაც აკეთებენ ყველაფერს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა გაზარდონ, შესაბამისად, ამ რეალობაზე საუბრობენ კონგრესმენები.

ჩვენთან დეპუტატებს შემოაქვთ კანონები, რომლის უკან დგას კონკრეტული ინტერესები. ახლაც კი, თამბაქოს სფეროში რეგულაციების შემოტანაზე კანონპროექტი კორუფციულია იმიტომ, რომ ამის უკან ვანო ჩხარტიშვილის ინტერესი დგას. ამიტომ ნუ უკვირთ, რომ ამაზე საუბრობენ,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა