დავით ჯანდიერი - არავითარი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება

არავითარი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და სათანადო შედეგზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურისტმა დავით ჯანდიერმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ თავიდანვე თავის ფავორიტად ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოაცხადა.

„საქართველოში პროკურატურა ტრადიციულად წარმოადგენს ორგანოს, რომელიც მუდმივად ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების აღმსრულებელია. ხელისუფლებამ თავიდანვე თავის ფავორიტად გამოაცხადა ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის მიმართაც არსებობს ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის მაჩალიკაშვილის, ციანიდის საქმე ... ამიტომ, არავითარი ილუზია არ არსებობს, რომ საპროკურორო საბჭოს შერჩევის პროცესი რაიმე სხვა შედეგებამდე მიგვიყვანს, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც პოლიტიკურმა ელიტამ შოთაძესთან დაკავშირებით უკვე გამოაცხადა,“ - განაცხადა ჯანდიერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა