დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მეორედ მოსვლა არ და ვერ იქნება

ერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორედ მოსვლა არ და ვერ იქნება. ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის ცვლილება არ იგეგმება, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კითხვას სამთავრობო გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ხუნდაძის თქმით, ამ ეტაპზე ცვლილებები არ განიხილება, თუმცა ნებისმიერ ცვლილებას ორიენტაცია ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე ექნება და საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა საჭირო არაა.

„ვუახლოვდებით საარჩევნო რეჟიმს, ასე რომ ვფიქრობ, ყველასთვის მთავარი სამიზნე უნდა იყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება. მშვიდად და დემოკრატიული წესების დაცვით უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ხედავს საფრთხეს, რამდენადაც „ოპოზიცია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში ნამდვილად ვერ შეთანხმდება და პარლამენტის ზღურბლთან დაერევიან ერთმანეთს“.

„ამ ეტაპზე, ამ მოცემულობაში, ამ პოლიტიკურ სპექტრში ვეწინააღმდეგები პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას. ოპოზიციური სპექტრის ერთობა ხელოვნურია, სწორედ ეს მეჩვენება ძირითად საფრთხედ. ამ ვითარებაში პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის საფრთხე იქნება“,-აღნიშნა ხუნდაძემ.

ხუნდაძე ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კონგრესმენის წერილი არ გამოხატავს აშშ-ს ერთიან პოზიციას და შენიშვნები, რომლებიც ამ წერილებშია ფაქტობრივ რეალობასაა აცდენილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთეული კონგრესმენების დამოკიდებულება არაა მთლიანად სახელმწიფოს დამოკიდებულება, ჩვენ ვგეგმავთ ამ კონგრესმენებთან და ასევე ევროპარლამენტარებთან უშუალო კომუნიკაციას და იმედი მაქვს, ამ კრიტიკული წერილების ავტორები დამოკიდებულებას შეიცვლიან“,-აღნიშნა ხუნდაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს