ელექტრონული პირადობის გაცემის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს

ელექტრონული პირადობის გაცემის წესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მოსარჩელეებმა ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ადგენს ელექტრონული მოწმობის გაცემის უალტერნატივო წესს და არ იძლევა სხვაგვარი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას, ამასთან, „ელექტრონული პირადობის მოწმობა ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უშუალოდ უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას“.

შესაბამისად, მოსარჩელეები თავიანთი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტით სარგებლობაზე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმები არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებასა და რწმენის თავისუფლებას.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტავენ, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404 საოქმო ჩანაწერით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)