მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, ფონდი დაარსების დღიდან საქართველოში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით რეგიონების მხარდამჭერი პროგრამების გახორციელებაა. ფონდის ძირითადი მიმართულებებია ტურისტულ ინფრასტრუქტურა, ქალაქების ურბანული განახლება, საგზაო ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, წყლის ინფრასტრუქტურა და სპორტული ინფრასტრუქტურა. ფონდი 2019 წელს ორ ახალ პროგრამაში ჩაერთო. ეს პროგრამებია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მშენებლობა.

,,ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ 250 და დავასრულეთ 70 პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტმა 367 მილიონი ლარი შეადგინა. დასრულდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა, ვანის მუზეუმის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, ბათუმისა და ქობულეთის ნაპირდაცვის სამუშაოები, ასურეთის შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 161 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია. ხოლო რაც შეეხება სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობას, ფონდმა 76 ბაღის პროექტირებასა და მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, რომლის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ ლარს სცდება.

ფონდმა გასულ წელს დაიწყო წყალტუბოში, ზუგდიდში და ქუთაისში დევნილთა სახლების მშენებლობა. ჯამში 2019-2021 წელს 2440 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას. პროგრამის ჯამური ღირებულება კი 152.3 მილიონი ლარია. ფონდმა 2019 წელს უკვე დაასრულა მცხეთაში 2 კორპუსის მშენებლობა და 120 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა.

ფონდის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა ქვეყნის რეგიონებში უნდა გააჩინონ ახალი შესაძლებლობები, მოიზიდონ მეტი შიდა და საერთაშორისო ტურისტი, გააუმჯობესონ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს