საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორი - 2019 წელს 4 551 000-მდე ზარი მივიღეთ, აქედან მიზნობრივი 54%, ხოლო  არამიზნობრივი 46% იყო

2019 წელს სულ მივიღეთ 4 551 000-მდე ზარი. ამ საერთო ციფრიდან მიზნობრივი ზარი იყო 54%, ხოლო 46% იყო არამიზნობრივი ზარი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ცენტრის 2019 წლის აქტივობები იყო წარმოდგენილი.

გიორგი არსოშვილის განმარტებით, 2019 წელს გაერთიანდა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - 112, რომლის ბაზაზე შეიქმნა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი. მისი ფუნქციებია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, საპოლიციო ძალების ინფორმაციული მხარდაჭერა, ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება, გამოძახებებზე რეაგირების დროის შემცირება, ოპტიმიზაცია. არსოშვილის თქმით, პრიორიტეტი რჩება სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

„2019 წელს სულ მივიღეთ 4 551 000-მდე ზარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ციფრიდან მიზნობრივი ზარი იყო 54%, ხოლო 46 % იყო არამიზნობრივი ზარი. მინდა წარმოგიდგინოთ 2018 წელთან წელთან შედარებითი ანალიზი. ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რაც ჩვენ გვახარებს, ზოგადად, შემცირებულია 112-თან მიმართვიანობა. ანუ, 1 200 000 ზარით ნაკლები ზარი იქნა შემოსული, რაც მიუთითებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს შედარებით ნაკლებად სჭირდებათ 112-ის დახმარება. კიდევ ერთი გარემოება, რაც გვახარებს, დაახლოებით 13%-ით შემცდირდა არამიზნობრივი ზარები. თუმცა, ამ მიმართებით, ჩვენ კვლავ დიდი გამოწვევები გვაქვს და აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას“, - განაცხადა არსოშვილმა.

მან ასევე წარმოადგინა შექმნილი საქმეების კატეგორიები და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მიღებული ზარებიდან 74% განეკუთვნებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ზარებს. ასევე 21% შეადგენს საპოლიციო ზარებს და 4% სამაშველო ზარების კატეგორიას განეკუთვნება. მისი თქმით, 2019 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტი 112-ის მიმართლებით. საუბარია ინციდენტებზე მორგებულ პროტოკოლების სისტემაზე, რომელიც ადგენს ახალ სტანდარტს.

მისი განმარტებით, 2019 წელს დამონტაჟდა ქვეყნის მასშტაბით 3 383 ვიდეოკამერა .მათ შორის, 2 146 ზოგადი ხედვის ვიდეო კამერა, 937 ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა. როჰგგორც არსოშვილმა აღნიშნა, ჯამურად, დღეის მდგომარეობით, საქართველოში უკვე ფუნქციონირებს 4 500 ვიდეოკამერა, რომელიც პირდაპირ ჩართულია შსს-ს ოპტიკურ- ბოჭკოვან ქსელში. მისი თქმით, კამერების რაოდენობა მიმდინარე წელსაც გაიზრდება.

რაც შეეხება საშუალო სიჩქარის კონტოლის სისტემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, არსოშვილის თქმით, 2019 წელს, საქართველოს გზებზე 124 საშუალო სიჩქარის კონტოლის სისტემა მოეწყო. სულ ათვისებულია 511 კმ. ჯამურად, დღეისთვის 861 საავტომობილო გზის მონაკვეთი არის აღჭურვილი ამ სისტემით.

ამასთან,მისი თქმით, 2019 წელს გამოვლინდა 1 413 000 ადმინისტრაციული სამართლადარღვევა. მათ შორის, 218 000 არის სავალდებულო ტექნიკურ-ინსპექტირებასთან დაკავშირებული დარღვევა გამოვლენილი. 862 ძებნილი სანომრე ნიშანი დადგინდა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების განვითარებასთან ერთად მოქალაქეები ხშირად ცდილობენ შენიღბონ სანომრე ნიშნები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სისტემა საშუალებას იძლევა, ასეთი შენიღბული სანიმრე ნიშნებიც იქნას აღმოჩენილი. ამგვარი 166 შენიღბული ნიშანია აღმოჩენილი, 140 ძებნილი პირი დაფიქსირდა მიმდინარე წელს. მნიშვნელოვანი გარემოებაა ლიცენზირებადი დაწესებულების შემოწმება. 2019 წელს შევამომწმეთ დაახლოებით 2 200 ლიცენზირებადი დაწესებულების გარე-ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას და ამ მხრივ გეგმა გვაქვს, რომ მიმდინარე წელსაც რაც შეიძლება მეტი ლიცენზირებადი დაწესებულების გარევიდეო-სამეთვალყურეო სისტემა შემოწმდეს“, - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

მისივე განმარტებით, 2019 წელს ჩატარდა საზოგადოებრივი კვლევა, გამოკითხულთა 96 % ამბობს, რომ შეუფერხებლად შეძლო 112-თან დაკავშირება და დროული რეაგირება იყო. 95% კმაყოფილია 112-ის მეშვეობით მიღებული სერვისით, 5% უკმაყოფილო ან მეტ-ნაკლებად უკმაყოფილოა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს