კატარინა ბიორლინ ჰანსენი - ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში

თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა „ენერგეტიკის კვირეული 2020“ - ის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, EBRD მუშაობს კერძო სექტორთან ყველა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში, ტურიზმის სექტორში, ახალ ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაში.

„ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიის მიმართულებით საჭირო ღონისძიებების დაწყებას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც წელს გავაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან დიდ ინტერესს მოვიზიდავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ საქართველო პერსპექტიული ბაზარია“ ,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა