კახა კალაძე - ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება დაგეგმილი არ არის, თუ გუნდი რამე საკადრო ცვლილებას გადაწყვეტს, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება

ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი. თუ რამე საკადრო ცვლილებას გადაწყვეტს პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირების დაანონსებას, კალაძის თქმით, პიკეტირება კანონდარღვევაა და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

„რაც შეეხება კონსენსუსის მიღწევას ოპოზიციასთან, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და იმედია მოხერხდება კონსენსუსის მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო