გიგა ბოკერია - უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს იმის მტკიცება, რომ მაღალი თანამდებობის პირის ძმა როგორც ექცეოდა პოლიციელებს, თურმე, ეს ნორმალური ამბავია

უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს მედიისთვის, საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ მაღალი თანამდებობის პირის ძმა როგორც ექცეოდა პოლიციელებს, თურმე, ეს არის ნორმალური ამბავი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს ყველაფერი აღმოიფხვრება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას არჩევნების გზით გააცილებენ.

„უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს მედიისთვის, საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ მაღალი თანამდებობის პირის ძმა, თუ ახლო ნათესავი, როგორც ექცეოდა პოლიციელებს, შემდეგ როგორც ჩაიფარცხა საქმე, როგორ მოაკითხა „საბჭოთა საუკეთესო ტრადიციებში“ მისმა მძღოლმა, გამოიყვანა და ლამის, ბოდიშები ახდევინა პოლიციას და თურმე, ეს არის ნორმალური ამბავი. თურმე, დანაშაული არ ყოფილა პოლიციისთვის არც წინააღმდეგობის გაწევა, არც შეურაცხყოფა და არც მუქარა. ივანიშვილის მთელი გუნდი სწორედ, ამ მიდგომით მოვიდა. დაამკვიდრა ეს წესი, რომ ყველას უნდა „დააჯდნენ თავზე“ . მაგალითად, თუ ხარ დაახლოებული მაღალი თანამდებობის პირთან, ყველაფერი უნდა გაგივიდეს. ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეგიძლია უსამართლოდ მოექცე, დაჩაგრო და დაამცირო. ეს ყველაფერი ყველა ინსტიტუტის მიმართ ნდობაზე აისახება და მათ შორის, პოლიციის მიმართ ნდობაზე. ეს არის უმძიმესი შედეგი, ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება, რომ ეს მანკიერი მემკვიდრეობა სწრაფად აღმოიფხვრას, მას შემდეგ, რაც ამ სამარცხვინო ლიდერს და მის „კლოუნებს“ ხელისუფლებიდან არჩევნების გზით გავაცილებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიასა და პატრულის თანამშრომელს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს გამოეხმაურა.

„კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება, როგორც მახსოვს: „ფორმას გაგხდით“ - ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება. უარესები რომ ხდება ეს არ არის გამართლება, მაგრამ ასეთი შემთხვევები, რომ ადამიანს არ აკავებ, ხშირია“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო