მაია ცქიტიშვილი - მუნიციპალიტეტები დააფუძნებენ კურორტების მართვის ორგანიზაციებს, რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე ადგილობრივების და ტურისტებისთვის სერვისების მიწოდებას

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა რას გულისხმობს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ კურორტების მართვის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ.

„ჩვენმა უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტშია და ეხება იმ შესაძლებლობას, რომელიც ექნება ცალკეულ მუნიციპალიტეტებს, სადაც საკურორტო ზონებია, მაგალითად - ბაკურიანი, გუდაური, ურეკი ან უშგული, ანუ ისეთი დასახლებები, რომელთაც არ აქვთ სპეციალური ადმინისტრაციული ორგანო. ბაკურიანს დღესდღეობით ემსახურება ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ბუნებრივია, დამსვენებელთა გაზრდილი ნაკადის და სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებით, დისტანციურად რთულია სერვისების განვითარებაზე ზრუნვა. კანონის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტები დააფუძნებენ კურორტების მართვის ორგანიზაციებს თავისი მენეჯმენტით, რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სერვისების მიწოდებას, ასევე - ერთიან მართვას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა