გიგა ბოკერია მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტაზე - ეს კიდევ ერთი უტიფარი საქციელია, უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მტკიცებულებები გაყალბდა

ეს კიდევ ერთი უტიფარი საქციელია. უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მტკიცებულებები გაყალბდა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თბილისის პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

„უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მტკიცებულებების გაყალბება მოხდა. რა თქმა უნდა, ეს გვახსენებს იმას, რამდენი რამ გვაქვს შესაცვლელი ამ ქვეყანაში, მას შემდეგ რაც ივანიშვილის ხელისუფლებას ჩამოვაცილებთ, მთელი ამ სტრუქტურის რადიკალური რეფორმაა გასატარებელი, რათა მსგავსი შესაძლებლობა არც ერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების განმარტებით, „სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო