სულხან სალაძე - მინდა დავეთანხმო შს მინისტრს, რომ ალბათ მართლა უარესები ხდება სისტემაში

მინდა დავეთანხმო მინისტრს, რომ ალბათ მართლა უარესები ხდება სისტემაში, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადება საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, ის, რომ უარესები შეიძლება ხდებოდეს, გამოსავალი არ არის.

„ალბათ, როცა უარესები ხდება, უფრო მწვავე რეაქცია აქვს სამინისტროს და კანონთან შესაბამისად მოქმედებს. რაც შეეხება უშუალოდ იზორიას ძმასთან დაკავშირებულ შემთხვევას, აქ მთავარი სწორედ სტატუსია ძმის და არა ის, რომ სისტემაში უარესებიც ხდება და იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება“, - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, პრობლემა არის ის, თუ ვინმე სარგებლობს სტატუსით, გავლენით, კავშირებით და ამის გამო იცვლება გადაწყვეტილება და არა ის, რომ თავი დავიმშვიდოთ განცხადებით, რომ სისტემაში უარესებიც ხდება.

ამასთან, სალაძის შეფასებით, გერმანიის ელჩად იმ პირის დანიშვნა, ვის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს, სამწუხაროა.

„გერმანია არ არის რიგითი ქვეყანა. ის არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი, როგორც პარტნიორი ქვეყანა. ამიტომაც ამ ტიპის ქვეყნებში ელჩად უნდა ინიშნებოდნენ ადამიანები ვის მიმართაც კითხვები არ არსებობს. სამწუხაროდ, ლევან იზორიასთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვა გვაქვს, ვიდრე ამ კითხვებზე პასუხი", - განაცხადა სალაძემ.

ცნობისთვის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიასა და პატრულის თანამშრომელს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს გამოეხმაურა.

„კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება, როგორც მახსოვს: „ფორმას გაგხდით“ - ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება. უარესები რომ ხდება ეს არ არის გამართლება, მაგრამ ასეთი შემთხვევები, რომ ადამიანს არ აკავებ, ხშირია“, - განაცხადა გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა