მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და მერიის თანამშრომლებს შორის შეკამათება მოხდა

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და მერიის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება მოხდა. „ლილოს“ დასახლებაში თბილისის მერი საცურაო აუზის სამუშაოების დათვალიერების მიზნით მივიდა, ადგილზე „შეცვალეს“ აქტივისტები მივიდნენ. სამოქალაქო ატივისტების განცხადებით, მათ სურდათ, რომ კახა კალაძესთვის გარკვეული შეკითხვები დაესვათ, მათ შორის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

მოძრაობის წევრების თქმით, მათ ასევე კალაძისგან პასუხი აინტერესებდათ მისი ბოლო დროის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებზე.

სამართლადამცავებმა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს თბილისის მერთან მიახლოვების საშუალება არ მისცეს, რასაც უკვე მათ შორის სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა