„თავისუფალი საქართველო“ - ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნებისთვისაც უნდა მოემზადოს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლებამ დაკარგა ადეკვატურობა და ანგარიშს არ უწევს არც ნაკისრ ვალდებულებებს, არც საზოგადოებრივ აზრს და აღარც საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს - არ შეიძლება იმ დაშვების უგულებელყოფა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვეს ყოველგვარი კომპრომისზე და 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდეს.

„პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამგვარი სცენარისთვისაც უნდა იყოს მზად და ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება იქნება. 2016 წლის არჩევნების მაგალითი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ პირველივე ტურში გამარჯვება, 73 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ 23 ოლქში მოახერხა. დღევანდელი მოცემულობით კი ხმების 50%-ზე მეტის მიღების შანსი „ქართულ ოცნებას“ არაუმეტეს 10-20 ოლქში აქვს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე საპარლამენტო უმრავლესობას ვერ შექმნის.

„თავისუფალი საქართველო“ უკვე მართავს კონსულტაციებს რიგ პოლიტიკურ პარტიებთან ერთიანი კანდიდატების საკითხზე. ასევე, ვგეგმავთ მაჟორიტარობის კონკურენტუნარიანი კანდიდატების საჯარო შერჩევას“, - აღნიშნულია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო