ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხ ხალხს მიუსამძიმრა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის იაროსლავ კუბერას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩეხეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მიუსამძიმრა ჩეხეთის მთავრობასა და ჩეხ ხალხს.

„ჩვენ ვაფასებთ იაროსლავ კუბერას მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მის ღვაწლს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“,- აღნიშნულია მინისტრის პირველი მოადგილის მიერ გაკეთებულ ჩანაწერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა