გია ვოლსკი - სუს-ის მიერ პარლამენტისთვის წარმოდგენილი მასალა არის ძალიან მძიმე და ადასტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან

სუს-ის მიერ პარლამენტისთვის წარმოდგენილი მასალა არის ძალიან მძიმე და ადასტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას. ვოლსკის თქმით, სუს-ის მიერ ამ საქმეზე მოწოდებული ინფორმაციის გაცნობისას ოპოზიციის წევრებს არცერთი შეკითხვა არ დაუსვამთ, იყო თუ არა მასალა რეალური.

„საკმაოდ ვრცელი და დასაბუთებული მასალა წარმოადგინა სუს-მა პარლამენტში, რასაც გაეცნო როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია. არცერთი შეკითხვა არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს მასალა რეალური. მასალა არის ძალიან მძიმე და ადასტურებს ამ ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან. ძალიან განვიცდი ადამიანის სიკვდილს, როგორ ვითარებაშიც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, საქართველოს მოქალაქისას.

ჩვენთვის სიახლეა ტერორისტული აქტი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ასეთი მასშტაბი, რომელიც სალოსის ქუჩაძე იმ პერიოდში ტარდებოდა. არანაირი ლოიალობა ტერორიზმის მიმართ არ შეიძლება იქნას დაშვებული. რეალურია თუ არა ის ფაქტები, რაც პროკურატურამ დაადგინა, სასამართლოს მიერ იქნება შეფასებული, თანასწორ პაექრობაში დაცვისა და ბრალდების მხარეთა შორის,"- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების განმარტებით, "სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია".

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა