გია ვოლსკი - ლევან იზორია პროფესიონალია და ელჩად დანიშვნა არანაირ თანამდებობრივ დაქვეითებას არ გულისხმობს

წარმომიდგენია, რა მოუვიდოდა ადამიანს მათი ხელისუფლების დროს, რომელიც მაღალჩინოსნის ახლო ნათესავს დაადებდა ბორკილს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ლევან იზორიას ელჩად დანიშვნისა და მის ძმასთან დაკავშირებული ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, რითაც აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

გია ვოლსკი ოპოზიციის შეფასებებს "სულელურს" უწოდებს.

"ასეთი სულელური შეფასებები, რაც გააკეთა ბოლო პერიოდში ოპოზიციამ, მე არ გამიგია, ბევრი არაადეკვატური განცხადება მსმენია და ასეთი არაფერი. ჯერ ერთი, მე წარმომიდგენია, რა მოუვიდოდა ადამიანს მათი ხელისუფლების დროს, რომელიც მაღალჩინოსნის ახლო ნათესავს დაადებდა ბორკილებს, ან იმ ადამიანს რა მოუვიდოდა ან იმ ბორკილებს, იმ ადამიანთან მიმართებაში. ადამიანმა, რომელმაც ჩაიწერა და აბსოლუტურად არ ჩანს ამ ჩანაწერიდან, რომ საფუძველი ჰქონდა ბორკილების დადების, გააგრძელა პოლიციაში მუშაობა და როგორც კი შესთავაზეს სხვა თანამდებობაზე იგივე ხელფასით გადასვლა, გამოავლინა, რომ აქვს რაღაც ჩანაწერი, რომლითაც დაიწყო პოლიტიკური სპეკულაციები. ჩემი საქმე არ არის მისი ან მისი მეუღლის, რომელიც დღემდე შსს-ში მუშაობს, პროფესიონალური შეფასება, არ არის ჩემი საქმე შევაფასო რატომ და რისთვის დაწინაურდა ეს ადამიანი, ალბათ, ამას საფუძველი ჰქონდა, მაგრამ 5 წლის მერე ამ მასალის დადება არის ერთ- ერთი საგანგებო მინიშნება იმაზე, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ადამიანები, რომლებიც ამ ფაქტს იყენებენ სათავისოდ, ოპონენტების განცხადებები მაქვს მხედველობაში. იზორია არის პროფესიონალი და არანაირ თანამდებობრივ დაქვეითებას არ გულისხმობს ელჩად დანიშვნა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მანვე მედიაზეც ისაუბრა.

"ოპოზიცია მედიას მხოლოდ ნეგატივზე უკეთებს ორიენტირებას და მედიაც სიამოვნებით არის აყოლილი სკანდალურ თემას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა