საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა. დღეს, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი კალანდაძემ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც დიმიტრი კალანდაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის 2 კანდიდატის მოთხოვნა გამგეობამ გაითვალისწინა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა და ის 29 იანვრის ნაცვლად, 24 თებერვალს გაიმართება.

რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა გოჩა სვანიძემ კი განაცხადა, რომ ხურციძემ და აბუსერიძემ გამგეობას არჩევნების გადადების მოთხოვნით მიმართეს.

„ხურციძეს დოკუმენტების უკეთ გაცნობა სურდა, ხოლო აბუსერიძე თარიღის ცვლილების მოთხოვნაში აღნიშნავდა, რომ საარჩევნო კამპანიის სრულყოფილად ჩასატარებლად მეტი დრო სჭირდებოდა.

გამგეობის პოზიცია არ იყო ერთიანი, თუმცა, მე, როგორც გამგეობის რიგითმა წევრმა, კრებას თარიღის ცვლილება ვთხოვე. არის მოარული ხმები, რომ რაგბის სამყარო გახლეჩილია და ამის ფონზე ვთვლი, რომ პირადად მეც არ უნდა წავსულიყავი ამ მოთხოვნის წინააღმდეგ. თუკი ვინმეს აქვს სურვილი და საშუალება რაგბის სამყაროს გაერთიანებისა, მე პირადად ასეთ ადამიანებს მივესალმები.

გუშინაც განვაცხადე, რომ ჩემი კანდიდატურის მოხსნა დღის წესრიგში არ დგას. ასევე, დიდი ალბათობით, არც დადგება. ზეწოლა თუ იქნება, არათუ კანდიდატურას არ მოვხსნი, უფრო მეტად აგრესიული და აქტიური გავხდები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებული ამბები, თითქოს პროკურატურაში დამიბარეს და ა.შ. მხოლოდ ჭორებია და რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)