სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს პროდუქტიული შეხვედრისა და იმ პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობისათვის საქართველოს მოსამზადებელ ეტაპზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრისას განიხილეს საქართველოს საქმიანობის 4 პრიორიტეტი. საქართველო იმედოვნებს, რომ ყველა ამ მიმართულებით დიდ პროგრესს აჩვენებს.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძალიან აქტიური წევრი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კრიტიკა, მაგრამ საქართველო ვითარდება, შენდება და აშენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამის დამადასტურებელი პროგრესი სახეზეა. საქართველო ძალიან მადლიერია კონსოლიდაციის ანგარიშის გამო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ის ერთადერთია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რეალურ ვითარებას ასახავს. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს ძალიან რთული თვე ჰქონდა. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის შედეგია. ეს იმის ნიშანია, რომ, როცა საკითხის გარშემო ყველა ერთიანდება, შედეგის მიღება შესაძლებელია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა