მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტაზე - ამას ველოდი - ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან

დღეს არაფერი არ მომხდარა ახალი, უბრალოდ რაღაცა უნდა დაედოთ და იძახიან, რომ თემირლანი დამნაშავეა. ველოდი ამას და ვიცოდი, რომ ეს უნდა ეთქვათ, - ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის პროკურატურის მიერ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში ყველა „ბოტი" და „ტროლი" იბრძოდა მის წინააღმდეგ.

„იმათაც კი შერცხვათ, რომ ამდენ უნამუსობაზე მიდიოდნენ და იმათ შეწყვიტეს ამ თემაზე საუბარი.

თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია. ხელყუმბარა არის შემოტანილი. ამისთვის ყველა მტკიცებულება, ყველა ფაქტი იმას გვეუბნება, რომ 3 საათის განმავლობაში თემირლანი იმ შემოტანილ ხელყუმბარასთან ერთად ჰყავდათ სპეცრაზმელებს და სუს-ის თანამშრომლებს ხელში. 3 საათის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახი ვიყავით ტყვედ აყვანილი იარაღის ქვეშ.

ჩვენ როცა ვითხოვდით მტკიცებულებების გადმოცემას, ყველაფრის უარზე მიდიოდნენ, საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევდნენ. შემდგომში, სტრასბურგმა როგორც კი მოითხოვა ეს მტკიცებულებები, მაშინვე გაასაჯაროვეს. ის მტკიცებულებები ყველამ კარგად დავინახეთ, რომ იყო სასაცილო და სიმახინჯე. არანაირი ხელყუმბარა არ ყოფილა, თემირლანს ჰქონდა ხელში ტელეფონი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის გაჩერებას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.

„ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, როგორც ვიბრძოდი დღემდე. ამ ბრძოლას ბოლომდე აუცილებლად მივიყვან და დავსჯი ყველა იმ ადამიანს. ჩემი ბრძოლის გეგმა დღეს ის არის, რომ ყველა იმ ადამიანთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა და მივიყვანო ეს საქმე ბოლომდე, ვაღიარებინო დღევანდელ სისხლიან ხელისუფლებას დანაშაული",-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების განმარტებით, „სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია".

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა