პროკურორის განცხადებით, ჩვენებებში ბარბაქაძემ და ჯანაშიამ მიხეილ კალანდია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში ამხილეს

პირები, რომლებსაც დღეს ჩვენ მოვუსმინეთ, ახსენებენ მიხეილ კალანდიას და იმ ფაქტს, რომ ბრალდებული იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე და კონფლიქტში მონაწილეობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდია საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ჩვენებებში ბარბაქაძემ და ჯანაშიამ მიხეილ კალანდია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში ამხილეს.

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები. ჩვენს მიერ გამოკვლეული იქნა უშუალოდ ვიდეოჩანაწერები, რომელიც ასახავს ბრალდებულ მიხეილ კალანდიას, მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, გიორგი ბარბაქაძესა და საქმეში მონაწილე სხვა პირების გადაადგილებას. კერძოდ, მათ მისვლას 51-ე სკოლის ტერიტორიაზე, მათ შეკრებას და შემდგომ მათ გადაადგილებას ხორავას ქუჩაზე. ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებული პირები მას შემდგომ, რაც სრულდება კონფლიქტი ხორავას ქუჩაზე, ტოვებენ ამ ადგილს, გამორბიან და მირბიან სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ამავე ვიდეოჩანაწერით დადასტურდა, რომ ბრალდებული მიხეილ კალანდია, მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია მიიყვანეს მიხეილ კალანდიას საცხოვრებელ სახლში კონკრეტული ავტომობილით, რომელიც ვნახეთ ვიდეოში და გამოვიკვლიეთ.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ და გამოვიკვლიეთ უშუალოდ კონფლიქტში მონაწილე პირები, რომლებიც თავიდანვე გამოძიების ეტაპზე ცნობილები იყვნენ. მოვისმინეთ მათთან პოლიციის თანამშრომლის გასაუბრება, რაც თავის დროზე შესაბამისი საპროცესო კანონის დაცვით იქნა ჩაწერილი ფარულად, ამ ჩანაწერს ჩვენ მოვუსმინეთ და დადასტურდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან.

პირები, რომლებსაც დღეს ჩვენ მოვუსმინეთ, ახსენებენ მიხეილ კალანდიას და იმ ფაქტს, რომ ბრალდებული იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე და კონფლიქტში მონაწილეობდა და ასევე მიუთითებენ იქ მყოფი პირების როლზე. რაც შეეხება, მოწმეთა ჩვენებების შინაარს, როდესაც ჩვენ სხდომაზე დავკითხეთ გიორგი ჯანაშია და გიორგი ბარბაქაძე, მათ უშუალოდ მიუთითეს მიხეილ კალანდიაზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ სუბიექტზე და ამხილეს მიხეილ კალანდია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში", - განაცხადა პროკურორმა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 30 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო