მამა ანდრია სარიას განცხადებით, მას სურდა პირადად პატრიარქისგან მოესმინა მღვდელმსახურების შეჩერების საფუძველი

პატრიარქი არის შეშინებული, მამა მიქაელ ბოტკოველმა გადმომცა, რომ ის არ არის მზად შესახვედრად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა ანდრია სარიამ განუცხადა, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერდა.

მისივე თქმით, სურდა პირადად პატრიარქისგან მოესმინა მისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საფუძველი.

„როგორ შეიძლება თავის მღვდელმონაზონთან არ იყოს მზად შესახვედრად? ის არ არის მზად მამა გიორგი მამალაძესთან შესახვედრად, ის არ არის მზად მამა ანდრიასთან შესახვედრად, ის არ არის დაზარალებულ ადამიანებთან შესახვედრად მზად და სულ ასეთი სათხოვარია შეხვედრა. ეს არის სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმავს, მამა ანდრია სარია აცხადებს, რომ „სამომავლო გეგმა გამოჩნდება“.

„გამოჩნდება პროტესტის ის ფორმა, რაც ჩვენ არჩეული გვაქვს. რადგან შიგნით არ სურთ ამ პრობლემების მოგვარება, მოვაგვარებთ გარედან", - განაცხადა სარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა