პოლონელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს ბევრი მეგობარი შეშფოთებულია ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციების გამო

საქართველოს ბევრი მეგობარი, მათ შორის აშშ-სა და ევროპარლამენტში შეშფოთებულნი არიან საქართველოში მიმდინარე ტენდენციების გამო, -ამის შესახებ ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პოლონელმა დეპუტატმა, ალექსანდერ პოჩიემა განაცხადა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მე ვარ პოლონეთის მოქალაქე და პოლონელი ხალხი საქართველოს მეგობარია. თუმცა, საქართველოს ბევრმა მეგობარმა, მათ შორის აშშ-ის კონგრესსა და ევროპარლამენტში გააჟღერეს წუხილი და შეშფოთება იმ ტენდენციების გამო, რომელსაც საქართველოში აქვს ადგილი, განსაკუთრებით ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ. ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, გამოაქვეყნა განცხადება, რომ კიდევ ბევრი ოპოზიციური ლიდერის დაჭერა მოხდებოდა. რა პასუხი გექნებათ ამაზე?“-მიმართა პოჩიეჟმა სალომე ზურაბიშვილს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა