დავით ბაქრაძე - მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული კითხვები, უაღრესად კრიტიკული  გამოსვლები და ძალიან სუსტი, არაარგუმენტირებული და ხშირად არაკომპეტენტური პასუხები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან

საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მე-40 წუთზე გაახსენდა ოკუპაცია. ეს კარგად მეტყველებს მის პრიორიტეტებზე, თუ რა ადგილი უჭირავს ოკუპაციის თემას , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული მოლოდინი ქალბატონ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა „კიდევ ერთხელ „მოახერხა“ მოლოდინის გამტყუნებაც“.

„აღარაფერს ვიტყვი იმ ტყუილებზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად სასამართლოს დამოუკიდებლობასთან , საარჩევნო გარემოსთან ან მედიასთან და უმცირესობებთან მიმართებაში. გამოვყოფდი ორ ფაქტორს: პირველი, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მე-40 წუთზე გაახსენდა ოკუპაცია, ეს კარგად მეტყველებს მის პრიორიტეტებზე, თუ რა ადგილი უჭირავს ოკუპაციის თემას; და მეორე, ამ ორგანიზაციაში ათეულობით პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრისთვის მაქვს მოსმენილი და ეს იყო პირველი შემთხვევა, სახელმწიფოს მეთაურს მისცეს ღია შენიშვნა მისი გამოსვლის ფორმასთან და რეგლამენტთან დაკავშირებით. მან მოახერხა, რომ ისიც დაიმსახურა, რაც ამ ორგანიზაციაში არ მომხდარა. რატომ? მიზეზი მარტივია - რაც შეიძლება ცოტა დრო დატოვა კითხვებისთვის. ჩვენ მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული კითხვები, მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული გამოსვლები და მოვისმინეთ ძალიან სუსტი, არაარგუმენტირებული და ხშირად არაკომპეტენტური პასუხები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ვთვლი, რომ ეს გამოსვლა არაფრით წაადგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა