პალესტინის ლიდერის განცხადებით, ტრამპის „საუკუნის გარიგება“ არ იქნება

პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, ტრამპის „საუკუნის გარიგება“ არ იქნება და ურჩევნია „მოწამეობრივად მოკვდეს იერუსალიმის კედლებზე პალესტინის დროშის ფრიალისთვის“.

მისივე თქმით, „დონალდ ტრამპი ძაღლი და ძაღლისშვილია“.

„მათ დამირეკეს ვაშინგტონიდან და ტელეფონი არ ავიღე. მე უარი ვთქვი და ასე განვაგრძობ. ჩვენ რთულ დღეებს გავდივართ და მოგვიწევს ავიტანოთ ამ უარის თქმის შედეგები. წინააღმდეგობა უნდა გამწვავდეს ყველა წერტილში. ყველა ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს. ჩვენ გვითხრეს, რომ ჩემი სულელური საქციელის გამო მოგვიწევდა მაღალი ფასის გადახდა. მე დიდხანს ვეღარ ვიცოცხებ და არ მინდა მოღალატედ მოვკვდე. მირჩევნია მოწამეობრივად მოვკვდე იერულსამის კედლებზე პალესტინის დროშის ფრიალის გამო“,-განაცხადა აბასმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდებული სამშვიდობო გეგმა“ აქვს, რომელსაც სამშაბათს გაასაჯაროებს. მისი თქმით, შესაძლოა, „თავდაპირველად პალესტინის რეაქცია ნეგატიური იყოს, თუმცა სინამდვილეში, გეგმა მათთვის ძალიან პოზიტიურია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა