ისრაელის თავდაცვის მინისტრი - მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის

ისრაელი გეგმავს იორდანიის ველში დამატებითი ქვეითი ბრიგადები გადაისროლოს, სანამ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული „საუკუნის გარიგება“ გამოცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია აქვეყნებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები და ძალები, რომლებიც ველზე არიან განლაგებული, ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან. ჩვენთვის გადამწყვეტი დღეებია - ჩვენი საზღვრებისა და სუვერენიტეტის აღიარებისთვის. მუქარები, რომლებიც პალესტინის მხრიდან მოდის, ვერ შეგვაჩერებს“ , - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა განცხადება გაავრცელა, სადაც „სერიოზულ შედეგებზე“ საუბრობს, თუ ტრამპის გეგმა პალესტინელი ხალხის „სუვერენიტეტისა და იდენტობის“ წინააღმდეგ იქნება მიმართული.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების „დიდებული გეგმა“ აქვს, რომელსაც სამშაბათს გაასაჯაროებს. მისი თქმით, შესაძლოა, „თავდაპირველად პალესტინის რეაქცია ნეგატიური იყოს, თუმცა სინამდვილეში, გეგმა მათთვის ძალიან პოზიტიურია“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს