მალხაზ მაჩალიკაშვილი - არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ იმ ჯოჯოხეთს, რომელიც მე გავიარე

მე არ მაინტერესებს დღევანდელი განცხადება, რომ თემირლანს დაუმტკიცდა ტერორისტობა, ეს ჩემთვის ახალი ხილი არ არის. მოველოდი, რომ ეს შედეგი დადგებოდა იმიტომ, რომ ამაზე ჰქონდა ჩემთან საუბარი რამდენიმე ადამიანს, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება მხოლოდ ფორმალური იყო.

„სიცოცხლე გრძელდება იმ დღემდე, სანამ არ დაიდება მთელი ეს სიმართლე. დღეს ის დარტყმა იყო, რასაც მპირდებოდა დღევანდელი სისხლიანი, გახრწნილი სისტემა. მეუბნებოდნენ - არ იქნები ჩვენთან, არ ითანამშრომლებ და საბოლოო შედეგს ასეთს დავდებთ და ვიტყვით, რომ თემირლანი იყო ტერორისტი. ითანამშრომლებ ჩვენთან - ნაწილობრივ ვაღიარებთ და შემდგომში მთლიანად ვაღიარებთ, რომ თემირლანი არ იყო დამნაშავე.

დღეს საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის იმის შესახებ, რაც მე გამოვიარე, რა შემოთავაზებები იყო, რა მედიატორების საშუალებით ცდილობდნენ ჩემს დაქცევას, ჩემი ბრძოლის წართმევას, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. როგორც მპირდებოდნენ საბოლოო დარტყმა მომაყენეს და ამას გადავურჩი მეც და ჩემი მეუღლეც.

იყო შემთხვევები, როცა მაღალი თანამდებობის ადამიანები ვიღაცებს მიგზავნიდნენ და მეუბნებოდნენ, ბატონო ვახა, ჩვენ თუ ამას ვაღიარებთ, ჩვენ ხელისუფლება თავზე დაგვემხობა და მოდი, მოვძებნოთ გზა - რაზეც მე ვეუბნებოდი უარს. ეს ყველაფერი თავის დროზე დალაგდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ყველა დამნაშავე დაისჯება.

რაც შეეხება ჯოჯოხეთს, რომელიც მე გავიარე, ამას არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ. მე ვხედავ, როგორ დამეჯახა მთელი ეს ბინძური სისტემა თავისი ყველაფრით. ამოქმედებული სახელმწიფო მანქანა იმისთვის, რომ თავისი გაიტანოს და ერთი ადამიანი დაჩაგროს ამ სახელმწიფოში, თუმცა ამის იქით არსებობს სხვა ქვეყნები, ევროპული სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, რომელიც თავის სიტყვას იტყვის და ჩვენ ამას სულ მალე მოგაწვდით“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა