სერგი კაპანაძე - თუ ხელისუფლება მართლა გაბედავს იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას, ეს იქნება საგარეო უწყების და მთლიანად ხელისუფლების მხრიდან მორიგი სამარცხვინო ნაბიჯი

თუ ხელისუფლება მართლა გაბედავს და იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშნავს, ეს იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და მთლიანად ხელისუფლების მხრიდან მორიგი სამარცხვინო ნაბიჯი, - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ჟურნალისტებთან ლევან იზორიას მიერ თანამდებობების დატოვებას და გერმანიაში ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას.

დეპუტატი ამბობს, რომ ლევან იზორია ზოგადად პოლიტიკურ პროცესებს მის ძმასთან დაკავშირებული ინციდენტისა და აუდიტის სამსახურის დასკვნის გამო უნდა ჩამოშორდეს.

"იზორია არათუ დიპლომატიაში უნდა იყოს მაღალ თანამდებობაზე დანიშნული, არამედ პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ იმის გამო უნდა იყოს ჩამოცილებული, რაც მან თავისი ძმის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა, როცა პრაქტიკულად, პოლიციელის მუნდირს სერიოზული ჩრდილი მიაყენა, რათა თავისი ძმა დაეცვა და იმ სამარცხვინო მდგომარეობიდან გამოეძვრინა, რაშიც პოლიციელები ჩააგდო. ამას რომ თავი დავანებოთ, სახეზეა აუდიტის სამსახურის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმ ბევრ დარღვევაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხდებოდა მისი იქ მუშაობის დროს. ამ ყველაფერს რეაგირება სჭირდება. წესით, ნორმალურ ვითარებაში, პროკურატურა ამას გამოიძიებდა და ამას მოჰყვებოდა პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირება, თუმცა ისეთ არანორმალურ ვითარებაში ვართ, როცა მხოლოდ პოლიტიკური ერთგულება ფასდება და ამ ნიშნით იქნება გერმანიაში გაგზავნილი, თუ ამ სამარცხვინო ნაბიჯს საბოლოოდ გადადგამს საგარეო საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა