სლოვაკი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს - გვერდები, რომლებიც „ფეისბუქმა“ წაშალა, ავრცელებდნენ ანტი-დასავლურ პროპაგანდას და შესაძლოა, მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებულნი - რა გაკეთდა ამ საკითხთან მიმართებაში?

გვერდები, რომლებიც „ფეისბუქმა“ წაშალა, ავრცელებდნენ ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და მესიჯებს და სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულნი. რა გაკეთდა ამ საკითხთან მიმართებაში?-ამის შესახებ სლოვაკმა დეპუტატმა, მარტინ პოლიაჩიკმა სალომე ზურაბიშვილს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიმართა.

„რას ფიქრობთ ფეიქ ნიუსებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ? დეკემბერში „ფეისბუქმა“ წაშალა ასობით პროფილი და ყალბი გვერდი საქართველოში, მათი თქმით, „არაავთენტიკური ქცევის“ გამო. „ფეისბუქის“ ოფიციალური განცხადების მიხედვით, ამ გვერდების სამიზნე ოპოზიციური ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს გვერდები ავრცელებდნენ ანტი-ევროპულ პროპაგანდასა და მესიჯებს და შესაძლოა, მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებულნი. რა გაკეთდა ქვეყანაში ამ საკითხთან მიმართებაში?“,-მიმართა პოლიაჩიკმა ზურაბიშვილს.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს