სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბის პროვინციაში მდებარე სიდიდით მეორე ქალაქი გაათავისუფლეს

სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბის პროვინციაში სიდიდით მეორე ქალაქ მაარათ-ელ-ნუუმანზე აიღეს კონტროლი, რაც პრეზიდენტ ბაშარ ასადისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გათავისუფლების საქმეში. ქალაქი მაარათ-ელ-ნუუმანი ქალაქ იდლიბიდან სამხრეთით, 33 კილომეტრში მდებარეობს.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ მოგვიანებით განაცხადა, რომ სამთავრობო ჯარებმა ქალაქის თითქმის ყველა რაიონი გაათავისუფლეს.

სამხედრო ოპერაციაში სირიის სამთავრობო ძალებს რუსეთის ავიაცია დაეხმარა.

შეგახსენებთ, იდლიბი სირიაში ბოლო რეგიონია, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად
Mastercard-ის ხელშეწყობით, ყოველთვიური ვებინარების სერია: „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ დაიწყო