ევროპის სასახლეში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროპის საბჭოში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ცნობილი ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ინგლისურენოვანი სამტომეულის პრეზენტაციას უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ.

მათივე ცნობით, მას თან ერთვის აუდიო- ვიდეო მატარებელი (Flash-drive), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა