სალომე ზურაბიშვილი - ლგბტ თემის ცენტრალური დისკრიმინაცია არც ჩემი და არც სხვა ადმინისტრაციის პირობებში არ ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპარლამენტის დეპუტატის, ფრენკ შვაბეს კითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოში LGBT თემის უფლებების დაცვას ეხებოდა.

შვაბემ ზურაბიშვილს ჰკითხა, თუ რა ზომების გატარება შეუძლია სახელმწიფოს და თავად პრეზიდენტს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება ამ მიმართულებით შეიცვალოს.

„არ მიმაჩნია, რომ ეს თემა უნდა გავაზვიადოთ. ცენტრალური დისკრიმინაცია არც ჩემი და არც სხვა ადმინისტრაციის პირობებში არ ყოფილა. არის ინდივიდუალური შემთხვევები. შემთხვევები როცა შეიქმნა პრობლემები საჯარო დემონსტრაციების მიმართ, რომელიც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა წახალისებად აღიქვა. ჩვენ ვპროგრესირებთ ამ მიმართულებით და ვუზრუნველვყოფთ სხვადასხვა ჯგუფების უსაფრთხოებას. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი პროგრესი გაგრძელდება“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა