სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ჩვენ ყველა და მათ შორის მეც მუდმივად „ფეიქ ნიუსების“ ზეწოლის ქვეშ ვართ

ჩვენ ყველა საქართველოში და მათ შორის მეც ვართ მუდმივად „ფეიქ ნიუსების“ ზეწოლის ქვეშ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სლოვაკი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მარტინ პოლიაჩიკმა პრეზიდენტს შეკითხვა „ფეისბუქის“ მიერ გაუქმებული ასობით გვერდისა და ანგარიშის შესახებ დაუსვა, რომლებიც ანტი-დასავლურ პროპაგანდას ეწეოდნენ და „სავარაუდოდ მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებულნი“.

„ჩვენ ყველა საქართველოში და მათ შორის მეც ვართ მუდმივად „ფეიქ ნიუსების“ ზეწოლის ქვეშ. ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა ვთქვი და რა არა. ვრცელდება ინფორმაცია, სადაც ნაწილობრივ არის გადმოცემული თუ რა ვთქვი. დიახ, სოციალური მედია სავსეა სხვადასხვა ანგარიშებით და პირადად ჩემი გვერდები ხდება ხოლმე ბოტების თავდასხმის მსხვერპლი. ასეთი რაღაცები დარწმუნებული ვარ თქვენს ქვეყნებშიც ხდება. ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვცეთ პატივი სოციალური მედიის თავისუფლებას, ანდა დავიწყოთ მისი შეზღუდვა. ჩვენ არ ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მსგავს შეზღუდვებს აწესებენ. სხვათა შორის, მე, ვარ ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ჩვენი პრეზიდენტობის დროს მოხდეს ბრძოლა „ფეიქ ნიუსებისა“ და სიძულვილის ენის წინააღმდეგ, რადგან ეს ყველაფერი ერთიანობაში მოდის. ჩვენ შევდივართ საპარლამენტო არჩევნების ფაზაში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეზობელი, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს და ასე იქცევა კიდეც სხვა ქვეყნებში დეზინფორმაცია და ყალბი ამბები. ჩვენ გარკვეული ფორმა გვესაჭიროება, რომლითაც ასევე პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას, ეს რთული საკითხია. მე ზად ვარ მხარი დავუჭირო ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება ამ საკითხის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს