სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ დეპუტატს - რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს და არღვევს რეზოლუციებს, რასაც ჩვენ იმაზე უფრო ადრე განვიცდიდით, ვიდრე უკრაინა

რუსეთი არ ასრულებს მის ვალდებულებებს და არღვევს რეზოლუციებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინელი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ოლექსეი გონჩარენკომ საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა, დაუჭერს, თუ არა მხარს საქართველო რუსეთისადმი ახალ სანქციებს, მათ შორის იმის გამო, რომ მას აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული.

„რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს და არღვევს რეზოლუციებს. ეს დიდი ისტორიაა, რასაც ჩვენ იმაზე უფრო ადრე განვიცდიდით, ვიდრე უკრაინა. პრობლემა, რომელზეც მსურს ყურადღება გავამახვილო არის ორმაგი სტანდარტები-არიან ქვეყნები, რომლებიც არ სცემენ პატივს ჩართულობას, სადაც მონიტორინგი არაა ისე ეფექტური, როგორც სხვაგან. რაც უფრო დიდები არიან ისინი, ნაკლებად ხდებიან სანქციების თუ სხვა გამკაცრებების ობიექტი. მე მინდა ამ ორგანიზაციას მოვუწოდო, რომ იყოს ერთნაირი სტანდარტი ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა შეთანხმებას, მათ შორის მე აღვნიშნე, რომ ჩვენ ცალმხრივად ვთქვით უარი ომზე. თუმცა, პასუხი არ მიგვიღია იმ ნაბიჯებზე, რომელიც გადავდგით“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო