გლდანის ციხეში მყოფი პატიმრის და - ჩემ ძმას 7 ელემენტი აქვს გადაყლაპული და ექიმები ოპერაციას არ უკეთებენ

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ.

თამარ წოწორიას თქმით, პატიმარს 7 ელემენტი აქვს გადაყლაპული, თუმცა რა მიზეზით მათთვის უცნობია. პატიმრის ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ პატიმარს დაუყოვნებლივ ოპერაცია ჩაუტარდეს.

„ჩემ ძმას 7 ელემენტი აქვს გადაყლაპული და ექიმები ოპერაციას არ უკეთებენ. დღეს ადვოკატი იყო შესული და მან გვითხრა, რომ 3 ელემენტი გამოიდევნა ორგანიზმიდან და ექიმები ელოდებიან დანარჩენების გამოდევნას, მაგრამ უკვე მეოთხე დღეა ჩემ ძმას გაუსაძლისი ტკივილები აქვს, გადაადგილებაც კი უჭირს. ციხის ექიმი ნანა მაღრაძე ოპერაციის ჩატარებაზე უარს ამბობს, მაგრამ ორ-სამ დღეში ელემენტმა თუ დაჟანგება დაიწყო, სავალალო შედეგით დასრულდება. მივამართავთ ყველას, გაგვაგებინონ ძმის მდგომარეობა და ჩაუტარდეს ოპერაცია, რადგან ადვოკატმაც გვითხრა, რომ ჩემ ძმას ნაწლაური ინფექცია აქვს და ასევე ტუბერკულიოზი. უძლური ვარ და ყველას გთხოვთ დახმარებას, ჩემი ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“,-აცხადებს თამარ წოწორია.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, პატიმარი ერთ კაციან საკანში ჰყავთ მოთავსებული, მაგრამ მათთვის უცნობია, როგორ მოახერხა პატიმარმა ელემენტების გადაყლაპვა. ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ 20 წლის პატიმარი სატელეფონო საუბრისას მიზეზებზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ „დაიღალა და სურს რომ ყველაფერი დასრულდეს“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა