დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა.

ტრამპის ინიციატივა ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება, სადაც აშშ თავის საელჩოს გახსნის.

ამასთან, გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენტიტს უჭერს მხარს.

ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა მოიცავს კონცეპტუალურ რუკას, რომელზეც, აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულია ტერიტორია, რომლის დათმობასაც ისრაელი გეგმავს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუკის მიხდევით, პალესტინის ტერიტორია ორმაგდება.

ტრამპი პალესტინელებს ოთხწლიან ვადას უწესებს, რა დროსაც ისინი ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე უნდა შეთანხდნენ, ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ თავდასხმების განხორციელება უნდა შეაჩერონ და პალესტინის სახელწიფოს ჩამოყალიბების მიზნით მმართველი ინსტიტუტები შექმნან.

აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, გეგმა შეესწავლა.

„მე მას ავუხსენი, რომ მისი ახალი სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ტერიტორია ოთხი წლის განმავლობაში ღია და ხელშეუხები დარჩება. ამ დროის მანძილზე პალესტინელებს შეუძლიათ, მთელის სიფრთხილით შეისწავლონ გარიგების პირობები, მოელაპარაკონ ისრაელს, მიაღწიონ სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო კრიტერიუმებს და გახდნენ მართლაც დამოუკიდებელი და საუცხოო სახელმწიფო,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„ბიბისი“ წერს, რომ ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ნეთანიაჰუ მოსკოვში ჩავა და ტრამპის შეთავაზებებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა