გერმანიაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბავარიაში კორონავირუსით დაინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამივე დაინფიცირებულ პაციენტს შეხება ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც ვირუსი ჩინელი თანამშრომელი ქალისგან გადაედო.

„კომპანიაში კიდევ 40 ისეთი თანამშრომელია, რომელსაც ჩინელ ქალბატონთან კავშირი ჰქონდათ, უსაფრთხოების მიზნით, ყველა მათგანს შემოწმება ჩაუტარდება,“- აცხადებენ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132 ადამიანამდე, დაინფიცირებულთა კი - 5,974-მდე გაიზარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს