პრეზიდენტის სახელით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა, რომელზეც ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

"ეს ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ გმასპინძლობთ. მადლობა სტრასბურგის მერს, ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენებისათვის, რომელსაც თან ახლდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიჯეის მუსიკა. როგორც იცით, თბილისი ასევე განთქმულია დიჯეებითა და მუსიკით. ქართველი მევიოლინე გიორგი ცაგარელის შესახებაც, დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრს გაიგებთ. ჩვენ ახლა მოვუსმენთ მომღერალთა გუნდს “რუსთავი”. ჩვენი კულტურა ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასია. ეს ჩვენი რბილი ძალაა. ის უფრო ეფექტური ხდება და ვაპირებთ მეტი ასეთი ძალის გამოყენებას, რათა შემოვუერთდეთ ევროპას მანამ, სანამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით. ჩვენი კულტურით ჩვენ უკვე ევროპაში ვართ და ამ კულტურის ბევრ ასპექტს გაჩვენებთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა