სტრასბურგში უნიკალური სამეცნიერო ნაშრომის „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, სტრასბურგში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეული, ინგლისურენოვანი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს და წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

ქართული დელეგაციის სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში შედგა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა ევროსაბჭოში, სადაც უაღრესად საინტერესო, ფუნდამენტური მნიშვნელობის წიგნის პრეზენტაცია გავმართეთ. ეს გახლავთ ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც შეიქმნა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. სულ მალე წიგნის ქართული ვერსიაც გამოვა. სამტომეული ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და ამერიკული საგამომცემლო კომპანია “NOVA SCIENCE”-ის მხარდაჭერით გამოიცა. შედეგად, ჩვენ გვაქვს მართლაც უნიკალური წიგნი ქართულ კულტურაზე, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის არა მხოლოდ ნაწილია, არამედ ევროპული კულტურისა და ფასეულობების შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ამ წიგნს საჩუქრად გადავცემთ წამყვან ბიბლიოთეკებს და არქივებს. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს, რადგანაც ჩვენი მეგობრები, უცხოელი ახალგაზრდები ხელახლა აღმოაჩენენ საქართველოს, როგორც უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყანას. სიმბოლურია, რომ პირველი ბიბლიოთეკა, რომელსაც ეს სამტომეული საჩუქრად გადავეცით ევროსაბჭოს ბიბლიოთეკაა“, - აღნიშნა მიხელ ჩხენკელმა.

სამტომეულის პრეზენტაციაზე ევროსაბჭოში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ შესრულებით ქართული ხალხური, პოლიფონიური სიმღერებიც აჟღერდა.

„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ - უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს. წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნის.

პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნასა და სხვა.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, სიტყვით გამოვიდა. მინისტრი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებსაც შეხვდა.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა