მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ ეხმაურებიან

მსოფლიო ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ ახლო აღმოსავლეთის „სამშვიდობო გეგმას“ ეხმაურებიან.

ირანის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, „ეს არის გარიგება სიონისტურ რეჟიმსა და ამერიკას შორის. ეს არ არის სამშვიდობო გეგმა, ეს გაცურებისა და სანქციების გეგმაა“.

იორდანიაში „პალესტინის მიწების ანექსიაზე“ საუბრობენ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ისრაელის ცალმხრივ ზომებს სახიფათო შედეგები მოჰყვება“. ამასთან, სამეფოში ასობით ადამიანი ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბა, სადაც დემონსტრანტები შემდეგ სიტყვებს სკანდირებდნენ: „არა ნორმალიზაციას“, „ჩვენ არ ვაღიარებთ ისრაელს“.

კომენტარები გაკეთდა ეგვიპტეშიც. ოფიციალური კაირო ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს ყურადღებით შეისწავლონ აღნიშნული გეგმა, რომელიც მხარს უჭერს „პალეტინელი ხალხის კანონიერ უფლებებს ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე“.

ტრამპის „საუკუნის გარიგება“ გააკრიტიკეს თურქეთში. ანკარაში აცხადებენ, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ისეთ გეგმას, რომელიც პალესტინისთვის მიუღებელი იქნება. მათი თქმით, „იერუსალიმი წითელი ხაზია, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს“. განცხადება გაავრცელა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმაც: „არა ტრამპ! იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქია და ის ისლამური სამყაროს გულია“,-წერს ნუმან კურტულმუსი.

პალესტინას მხარდაჭერა გამოუცხადეს საუდის არაბეთმა და იემენმაც.

რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის პრესსპიკერის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გეგმა პოზიტიური და „წინ გადადგმული ნაბიჯია.“ გეგმას მიესალმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

განცხადება გააკეთეს გაეროშიც. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც აფიქსირებს მხარდაჭერას დაეხმაროს პალესტინელებს და ისრაელს, რომ კონფლიქტის მოგვარება მოახდინონ გაეროს რეზოლუციების, საერთაშორისო სამართლისა და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე და გააცნობიერონ ორი სახელმწიფოს ხედვა - ისრაელის და პალესტინის, რომლებიც გვერდი-გვერდ მშვიდობიანად იცხოვრებენ“,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრეცლებულ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა.

ტრამპის ინიციატივა ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება, სადაც აშშ თავის საელჩოს გახსნის.

ამასთან, გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენტიტს უჭერს მხარს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო