პარლამენტთან დაპირისპირების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

საკანონმდებლო ორგანოში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისინი პარლამენტში არ შეუშვა.

ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი ითხოვდნენ, რომ საშუალება მიეცათ მათთვის პარლამენტში ესაუბრათ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პროკურატურამ მიიღო.

დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე წუთში მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელიც ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს.

იხილეთ ვიდეო: ხმაური პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)