10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივებისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასო იქნება.

„ჩვენ ორი საპირლოტე პროექტი განვახორციელეთ. ეს იყო კოტე აფხაზის ქუჩა, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები და ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს ეს რეფორმა. შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იყოს, შემოვიღოთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, ეს არის ბარათაშვილის ქუჩა. 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ჩვენ ვიწყებთ ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებას და ჩემი თხოვნა იქნება შესაბამის სამსახურებთან, რომ სრული ინფორმაციული უზრუნველყოფა იყოს მოსახლეობისთვის, განვათავსოთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია. თუმცა, მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის პარკირება უფასო იქნება, თუმცა მათ უნდა მიმართონ თუნდაც საინფორმაციო ჯიხურს, რომელიც იქვე იქნება განთავსებული და არსებობს ასევე სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მიიღებენ სრულ ინფორმაციას. უნდა მოახდინონ საკუთრაი ავტომობილების დარეგისტრირება შესაბამის პორტალზე და, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე შშმ პირთათვის არის უფასო და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში იქნება ფასიანი და თუ საჭირო იქნება ბუკლეტების დაბეჭვდა ესეც გავაკეთოთ“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა