იაროსლავ კაჩინსკი - რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ნატო-ს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს

რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ნატო-ს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში, საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს, - ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ის [ვლადიმერ პუტინი] მხოლოდ იქ ესხმის თავს, სადაც სისუსტეს ხედავს და ფიქრობს, რომ მოიგებს. რუსეთი მასიურ წინააღმდეგობას ვერ უპირისპირდება, თუნდაც დილომატიურ დონეზე. ეს არის დაკავშირებული პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებთან. აი, რატომ არის ნატოს ყოფნა აქ ასე მნიშვნელოვანი“, -განაცხადა კაჩინსკიმ.

მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, გერმანიამ ბალტიის ქვეყნებში დამატებით ჯარი უნდა გააგზავნოს.

„გერმანიამ ბალტიისპირეთში მეტი ჯარი უნდა გააგზავნოს. აღმოსავლეთ ევროპა საბრძოლო და ოპერატიულ მზადყოფნაში უნდა იყოს“,-განაცხადა კაჩინსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა