კახა კალაძე დიზაინის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს მეტროსადურების დიზაინის შექმნაში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დიზაინის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს მეტროსადურების დიზაინის შექმნაში ჩართულობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ყველა კვლევა, რაც მეტროსადგურების ვიზუალიზაციამდე იყო საჭირო, უკვე ჩატარდა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ძალოვანი კაბელის ცვლილება, არსებული ვაგონების რეაბილიტაცია, განახლება, ჩანაცვლება და ა.შ. ყველაზე მთავარი, ეს არის ჩვენი მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ გვაქვს კონკრეტული პროექტები და გვინდა ვთხოვოთ ყველა იმ კომპანიას, ვინც დიზაინითაა დაკავებული, ჩაერთოს. ჩვენ მივაწვდით სრულ ინფორმაციას ამ სადგურებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობით, მათი მხარდაჭერით, ჩვენ გვექნება მეტროსადგურების საუკეთესო დიზაინი და შემდეგ მოხდება უშუალოდ პროექტის განხორციელება. გარკვეული კვლევები, რაც საჭირო იყო იმისთვის, სანამ დიზაინამდე მივიდოდით, გაკეთებულია.

მაგალითად, ვარკეთილი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა ამას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, იმიტომ, რომ საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, ვინც შეძლებდა ჩაეტარებინა სრულყოფილი კვლევა და შემდეგ დაედო დოკუმენტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის მოგვარება, რაც ორი წლის წინ მოხდა. ჩამონგრეული ჭერი მაქვს მხედველობაში, რომ ანალოგიური არ მოხდეს. თუმცა დღეს გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია და შემდეგი ეტაპი არის ვიზუალიზაცია და დიზაინი“,- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა