კაიროს დასახლებაში გზების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია კაიროს დასახლებაში გზების რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გზები ლორთქიფანიძის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე მოწესრიგდება.

"თქვენ იცით, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ჩვენი მხრიდან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით. გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ კაიროს დასახლებაში ლორთქიფანიძის ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხები იქნება მოწესრიგებული. დღემდე იქ მუშაობდა კომპანია GWP, რომელიც ახორციელებდა მიწისქვეშა კომუნიკაციის სამუშაოებს, უკვე დამთავრებულია სამუშაოები და ჩვენ შევდივართ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოებით. ძალიან მალე აქაც ყველაფერი მოწესრიგებული და დამთავრებული იქნება. უმძიმესი მდგომარეობა იყო, არც კანალიზაცია, არც წყალი, არც ასფალტი, ძალიან მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება იქ ადამიანებს. მჭიდროდ დასახლებული უბანია და ჩვენი დაპირება იყო მისი მოწესრიგება, ამიტომ ამ დაპირებას შევასრულებთ",- განაცხადა კალაძემ.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის