აშშ-მა და იაპონიამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს

აშშ-მა და იაპონიამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ამერიკის თვითმფრინავი, რომელსაც 240 მოქალაქე გადაჰყავდა, ანჩორაჯში, ალიასკაზე დაეშვა, სადაც საწვავის მარაგს შეავსებს და საბოლოოდ კალიფორნიის სამხედრო ბაზაზე დაეშვება. თავდაპირველად, განსაზღვრული იყო, რომ თვითმფრინავი სამოქალაქო აეროპორტში დაჯდებოდა, თუმცა, მოგვიანებით გეგმები შეიცვალა.

აშშ-ს პარალელურად, ევაკუაცია განახორციელა იაპონიამაც. ამ დოისთვის ჩინეთი იაპონიის 206-მა მოქალაქემ დატოვა, რომლებიც ტოკიოში დილით ჩაფრინდნენ. ბორტზე მყოფი ყველა პირი კარანტინშია, ხოლო ისინი, ვისაც ვირუსის გარკვეული სიმპტომები აღმოაჩნდათ, სამკურნალოდ კლინიკებში გაიგზავნენ.

უახლოეს დღეებში ევაკუაციას გეგმავენ ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს სულ მცირე 132 ადამიანი ესხვერპლა. დაავადებულთა რიცხვმა კი 6000-ს მიაღწია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო