ანა ნაცვლიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე არა ზეპარტიული პრეზიდენტი, არამედ „ქართული ოცნების“ სამარცხვინო მესიჯბოქსის მიმტანი ფოსტალიონი იდგა

გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე იდგა არა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ზეპარტიული პრეზიდენტი, არამედ „ქართული ოცნების“ სამარცხვინო მესიჯბოქსის მიმტანი ფოსტალიონი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არ უხსენებია არც ერთი პრობლემური საკითხი, რომლის წინაშეც ქვეყანა დღეს დგას.

„საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ ვითარებამდე, როდესაც სახელმწიფო მეთაური გადაქცეულია ადამიანად, რომლის გამოსვლის და რომლის მიერ გაჟღერებული აზრების უაზრობის და ქვეყნისთვის დამაზიანებლობის შიშია უკვე საზოგადოებაში გაჩენილი. ის განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა ქვეყნის შიგნით არსებულ საკითხებზე თუ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების უკიდურესად დაკნინება და დაზიანება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, გუშინ არაერთ მოქალაქეს, ვინც სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს უსმენდა, დარჩა განცდა, რომ ის რომელიღაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

„მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები სიღარიბესა და უიმედობაში არიან ჩაძირულები და რომ ის არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც 70 ათასი ბავშვი ყოველ დღე შიმშილობს. მან ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანაში ხდება შრომის უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ მას დაავიწყდა, რომ ის არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც უბრალოდ ფიზიკურად იხოცებიან სამუშაო ადგილებზე და ამაზე არანაირი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება. მას არ უხსენებია სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც უკვე არაერთი ძალიან მძიმე საქმის შემოქმედები არიან. მან ისაუბრა ბავშვთა კოდექსზე, რომელიც დიახ, არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, მაგრამ მას დაავიწყდა, რომ არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც სისტემამ მოკლა ლუკა სირაძე და სადაც სისტემა დღემდე ხელს აფარებს დათუნა სარალიძის მკვლელებს. ერთადერთი საკითხი, სადაც პრეზიდენტმა დაინახა აცდენა რეალობასა და კანონს შორის, ყოფილა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სადაც მან თქვა, რომ საქართველოში უსაზღვროა გამოხატვის თავისუფლება და მას დაავიწყდა, რომ ის არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას ებრძვიან საკანონმდებლო, ფინანსური თუ სხვა მეთოდებით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა