კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს.

„ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა