ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე აცხადებს, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება ჩამოართვეს

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან გასვლის უფლება ჩამოერთვა. როგორც რობაქიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასამართლო პროცესი მისი დასწრების გარეშე ჩატარდა და გადაწყვეტილება ტელეფონით შეატყობინეს.

რობაქიძის თქმით, მისმა ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნიდან გასვლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე უკვე გაასაჩივრა, თუმცა დადებით შედეგს არ ელის.

„ბორჯომის სასამართლოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ პროკურატურის შუამდგომლობით, ჩემი დასწრების გარეშე ჩატარდა სასამართლო პროცესი და მე ჩამომერთვა ქვეყნიდან გასვლის უფლება. როგორც მითხრეს, საზღვარგარეთ გასვლის უფლება ჩამომერთვა იმის გამო, რომ გამოძიებას არ მივემალო. ჩემმა ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აზრი არ აქვს, ერთი სისტემაა ეს ყველაფერი. მე ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებაც გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში, 7 ათას ლარიან გირაოზე, თუმცა სააპელაციოში ჩათვალეს, რომ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები არ იყო დამაკმაყოფილებელი და დატოვეს ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში“, - განაცხადა ვახტან რობაქიძემ.

ცნობისთვის, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ვახტანგ რობაქიძეს ანი ოხანაშვილის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.

19 იანვარს, ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო