გრიგოლ გეგელია - პრეზიდენტის მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე თავის არიდება სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ კაპიტულანტური საგარეო კურსის გამოვლინება

პრეზიდენტის გამოსვლა ღალატობს საუკეთესო ეროვნულ ინტერესს, რითაც აგრძელებს “ქართული ოცნების” მიერ წლების განმავლობაში წარმოებულ კაპიტულანტურ, მოღალატეობრივ საგარეო პოლიტიკას, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა შემაშფოთებელი იყო.

„ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს საქართველოსთვის მინიჭებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტრიბუნა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად გამოეყენებინა, მან კიდევ ერთი კრახი განიცადა საქართველოს საერთაშორისო ინტერესების ლობირებისას.

სავალალოა, რომ პრეზიდენტის სიტყვაში საქართველოს ოკუპაციის საკითხს არასათანადო ადგილი და ყურადღება მიენიჭა. პრეზიდენტის მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე პასუხისგან თავის არიდება სხვა არაფერია თუ არა „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი, კაპიტულანტური საგარეო კურსის რიგითი გამოვლინება.

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რესპუბლიკის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, დასაშვებად მიიჩნევს ისაუბროს ხელისუფლების მიერ “კანონის გვერდის ავლაზე”. ეს კიდევ ერთხელ გვაგონებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნამდვილ სახეს, რომლის ძალოვანი მინისტრები პოლიციელებს კანონის აღსრულების გამო სჯიან, პოლიციის ღირსების შემლახავ პირებს კი ხელს აფარებენ,“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ პრივატიზებული აქვს მთელი სახელმწიფო, რასაც მოწმობს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაც, მათ შორის დიპლომატიური სამსახურშიც.

„პრეზიდენტის უპასუხისმგებლო რიტორიკამ შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოს დაყოფის, საქართველოს მოქალაქეთა დევნის და წამების მომხრე რუსი დეპუტატები პირიქით საქართველოსგან ითხოვდნენ ბოდიშის მოხდას გავრილოვის საქმეზე, რომელმაც ეროვნული ღირსება შეურაცხყო. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს საერთაშორისო ტრიბუნა საქართველოს საერთაშორისო პოზიციის წინ წასაწევად, რუსული ოკუპაციის დასაგმობად და პროდასავლური კურსის გასავრცობად გამოეყენებინა, მან საქართველოსთვის მინიჭებული ტრიბუნა პარტიულ პოლიტიკურ პროპაგანდას დაუთმო.ამ პროცესში, საქართველოს პრეზიდენტმა სცადა შეცდომაში შეეყვანა საერთაშორისო თანამეგობრობა, როდესაც განაცხადა რომ საქართველო“ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა უფრო ძლიერი ინსტიტუტებით, მდგრადი ეკონომიკური ზრდითა და განვითარების პროცესში მყოფი სოციალური და ჯანდაცვის სისტემებით”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს